Monday, April 26, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელი :
მარტოსული გალაკტიონი.

2 . პროექტის მოკლე აღწერა ერთი–ორი წინადადებით;
მოსწავლეები სრულყოფილად გაეცნობიან გალაკტიონის ცხოვრების გზას, მის შემოქმედებას.

3. პროექტის სრული აღწერა;
მუსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს მივცემ ინდივიდუალურ დავალებას.
I ჯგუფი იმუშავებს გალაკტიონის ბიოგრაფიაზე, II ჯგუფი წარმოაჩენს მგოსნის პოეზიის მუსიკალურობას, მოძებნის მის ლექსებში მხატვრული ტროპების სახეებს. III ჯგუფი გაეცნობა გალაკტიონის პირად არქივს. IV ჯგუფი შემოგვთავაზებს კოლაჟს,რომელიც აგებული იქნება პოეტის ნახატების მიხედვით. V ჯგუფი მოიძიებს გალაკტიონის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს და შემოგვთავაზებს მათ ჩანაწერებს. VI ჯგუფი შეარჩევს ,მათი აზრით,
ყველა დროის ათ საუკეთესო ლექსს. VII ჯგუფი გაგვაცნობს თანამედროვეთა თვალით დანახულ პოეტს. VIII. ჯგუფი წარმოგვიდგენს სხვადასხვა პოეტის მიერ გალაკტიონისადმი მიძღვნილ ლექსებს. IX.ჯგუფი მოგვაწვდის ინფორმაციას გალაკტიონის სახლ–მუზეუმების შესახებ.

4, მონაწილეთა ასაკი;
14–15 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა;
ერთი თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტიოვობები კლასში;
1. მოსწავლეებს მივუთითებ დამხმარე ლიტერატურას;
2.მივცემ საშუალებას ,საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩიონ ლექსები და დაისწავლონ;
3.ვურჩევ, საჭირო ინფორმაცია მოიპოვონ ენციკლოპედიასა და ინტერნეტ
4. მივანიშნებ, რომ დიდი დახმარება შეუძლიათ გაუწიონ მუზეუმებმა.

7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;
მოძიებული მასალების მიხედვით მოსწავლეები მოაწყობენ პრეზენტაციას ,,მარტოსული გალაკტიონი". თავდაპირველად გავეცნობით გალაკტიონის ბიოგრაფიას, მოვისმენთ პოეტის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს. ამ სიმღერებს გამოვიყენებთ ფონად გაკვეთილის მსვლელობის მანძილზე. მოსწავლეები წაიკითხავენ შერჩეულ ლექსებს, მოახდენენ მათ მხატვრულ ანალიზს. შემდეგ გვიჩვენებენ კოლაჟს და თანამედროვეთა თვალით დაგვანახებენ პოეტს. მოსწავლეები წარმოგვიდგენენ სხვადასხვა პოეტის მიერ გალაკტიონისადმი მიძღვნილ ლექსებს.აქვე გაგვაცნობენ გალაკტიონის პირად მიმოწერას.
,, სტუმრად გალაკტიონთან"–ამ სათაურით მოსწავლეები გვესაუბრებიან გალაკტიონის სახლ–მუზეუმების შესახებ. შემდეგ კლასს წავიყვან გალაკტიონის სახლ–მუზეუმში, სადაც გადავიღებთ სურათებს. ჩვენს ხელთ არსებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.

8.სარგებელი სხვებისთვის;
გალაკტიონის ცხოვრებითა და შემოქმედებით დაინტერესებული მკითხველი, ვფიქრობთ, საინტერესო ინფორმაციას მიიღებს.

9.სამუშაო ენა :
ქართული.

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან;
არ გვყავს.

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
თემა მოიცავს პოეტის შემოქმედებას, ბიოგრაფიას. ამიტომ ძირითადად ამოვდივართ ლიტერეტურიდან.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართ. IX . 6. მოსწავლე .კითხულობს ტექსტებს (მხატვრულს და არამხატვრულს), რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა თვალსაზრისს პრობლემურ ან სადავო საკითხებზე და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ.
ქართ.IX. 7. მოსწავლე იყენებს ენობრივი მახასიათებლების ცოდნას ტექსტების სტრუქტურის ასახსნელად.
ქართ.IX.8. მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.
ქართ.IX.10. მოსწავლე წერილობით გადმოსცემს დეტალურ ინფორმაციას, განსხვავებულ თვალსაზრისს.
ქართ.IX.11. მოსწავლე ირჩევს წერილობითი ტექსტის ფორმასა და სტილს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ.IX.12. მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას და ენობრივ ნორმებს.
ქართ.IX.13. მოსწავლე მიმართავს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.
12. პროექტის ფასილიტატორი:
რუსუდან იაშვილი.

13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:
rusudaniashvili@gmail.com.

14.პროექტის ფორუმი;
არ გვაქვს.

15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი.
http://rusudaniashvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment